ხშირად დაშვებული შეცდომები და მათი გადაჭრის გზები

Sorry, this entry is only available in ქართული and Русский.

ხშირად დაშვებული შეცდომები და მათი გადაჭრის გზები - Custom-made furniture Tbilisi (Georgia)i. Kitchen, wardrobe. office furniture, furniture design, interior design. - Фото 272283849_454219786407749_5946325198078170903_n-273x300
სამზარეულო ყველაზე გამოყენებადი მნიშვნელოვანი ადგილია სახლში, მაქსიმალური კომფორტის შესაქმნელად იგი საჭიროებს გულდასმით და ზედმიწევნით დაგეგმარებას.
დღეს მოგიყვებით სამზარეულოს დაგეგმარებისას ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომების და მათი თავიდან აცილების გზების შესახებ.
1. დაგეგმარებისას არ არის გათვალისწინებული ის თუ რამდენად მოსახერხებელი იქნება დიასახლისისთვის სამზარეულო.
თუ ჭურჭლის რეცხვისას ან სადილის მომზადებისას ხშირად გტკივდებათ წელი ან ავეჯის კარს ხშირად ეჯახებით თავით (ასეთიც ხდება) ეს იმაზე მეტყველებს რომ სამზარეულო არ არის შექმნილი თქვენი სიმაღლისთვის. სამზარეულოს ზედაპირი ან ძალიან ვიწროა ან ძალიან დაბალზეა განთავსებული, დაბალზე განთავსებული სამზარეულოს კარადები და არასწორად გათვლილი კარების გაღების მომენტი თქვენთვის ქმნის საბოლოო ჯამში სამზარეულოში საქმიანობისას დისკომფორტს.
პრობლემის მოგვარების გზა: ჩვენი კომპანია ყოველთვის ითვალისწინებს ოჯახის ყველა წევრის ფიზიოლოგიას. რაც სამზარეულოში ყოფნას სასიამოვნოს ხდის.
2. თავიდანვე არ არის დაგეგმარებული ნივთების შესანახი სათავსოები
საკმაოდ ბევრი დიასახლისი ამბობს, რომ სამზარეულოში დიდ ხანს არ ატარებს, შესაბამისად ხშირად არ ამზადებს კერძებს. თუმცა როდესაც უკვე პრაქტიკულ, ყოველდღიური ცხოვრებაზე მიდგება საქმე უკვე მათი სამზარეულოს ზედაპირის სამუშაო სივრცე გადავსებულია ჭურჭლით და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ტექნიკით. კერძის მომზადებისთვის ადგილი კი თითქმის აღარსადაა. ხშირად დაშვებული შეცდომები და მათი გადაჭრის გზები - Custom-made furniture Tbilisi (Georgia)i. Kitchen, wardrobe. office furniture, furniture design, interior design. - Фото 1f37d
როგორ ავიცილოთ თავიდან: ამის თავიდან ასაცილებლად საჭიროა თავიდანვე კარგად დაიგეგმოს სათავსოები და მაქსიმალურად იქნას გამოყენებული სასარგებლო ადგილები.
3. სარემონტო სამუშაოების ჩატარება საკონტროლო აზომვის შემდეგ.
ეს შემთხვევა ეხება ბინის მეპატრონეებს, ძალიან ბევრი შემთხვევაა როდესაც საკონტროლო (ბოლო) აზომვის შემდგომ ბინის მეპატრონეები ატარებენ სარემონტო სამუშაოებს სამზარეულოს განთავსების ადგილზე რაც ცვლის კედლის ზომას შემდეგ კი უკვე ავეჯის მონტაჟისას აღარ ეტევა ავეჯი მისი განთავსების ადგილზე არ ყოფნის რამდენიმე მილიმეტრი ან საერთოდ აღარ ერგება განთავსების ადგილს. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ჯობს შვიდჯერ გაზომოთ ……. ხშირად დაშვებული შეცდომები და მათი გადაჭრის გზები - Custom-made furniture Tbilisi (Georgia)i. Kitchen, wardrobe. office furniture, furniture design, interior design. - Фото 1f477ხშირად დაშვებული შეცდომები და მათი გადაჭრის გზები - Custom-made furniture Tbilisi (Georgia)i. Kitchen, wardrobe. office furniture, furniture design, interior design. - Фото 1f6e0
 როგორ ავიცილოთ თავიდან: დარწმუნდით რომ გაკეთდა ფინალური აზომვა და მთავარი, ფინალური აზომვის შემდგომ არავითარ შემთხვევაში აღარ ჩაატაროთ სარემონტო სამუშაოები ავეჯის განთავსების ადგილზე.
4. არასაკმარისი ელექტრო საკომუნიკაციო წერტილები.
ეს არასწორად დაგეგმარებული სამზარეულოს ტიპიური პრობლემაა – არასაკმარისი რაოდენობა, არსწორი განაწილება, ან საერთოდ ისეთი ტიპის ელექტრო ბუედეების ქონა რომელიც საერთოდ არ შეესაბამება თქვენს საყოფაცხოვრებო ტექნიკას.
როგორ ავირიდოთ თავიდან : ჯობს სამზარეულოს დაგეგმარებისას განსაზღვროთ და დაითვალოთ რამდენი საყოფაცხოვრებო ტექნიკის განთავსებას აპირებთ სამზარეულოში და გაითვალისწინეთ მიქსერი და ბლენდერი თუნდაც მას ძალიან იშვიათად იყენებდეთ. მიახლოებით დათვლის შემდგომ კი აუცილებლად დაამატეტ ერთი ორი ელექტრო ბუდეც.
და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რჩევა : ელექტრო ბუდეების ადგილები ამოიღეთ მხოლოდ იმ შემთხვევაში როდესაც უკვე შეთანხმებული დაგეგმარებული სამზარეულოს პროექტი გექნებათ ხელთ. სარემონტო სამუშაოების ეტაპზე ჩვენ ყოველთვის ვაძლევთ დამკვეთს ტექნიკურ დავალებას საკომუნიკაციო წერტილების განთავსებასთან დაკავშირებით ამით თქვენი სამზარეულო გახდება თქვენთვის ძალიან კომფორტული.
5. დამატებითი განათების უქნოლობა.
აქ საუბარია სამზარეულოს ზედაპირის სამუშაო ადგილის განათებაზე, არაფერია იმაზე ცუდი ვიდრე სიბნელეში მოამზადოთ რაიმე კერძი  ხშირ შემთხვევაში გათვალისწინებულია განათება, რომელიც მხოლოდ სამზარეულო სივრცის გასანათებლადაა და მდებარეობს დიასახლისის ზურგს უკან.
გადაწყვეტა: იცოდეთ რომ კარგი სამზარეულოს ზედაპირის სამუშაო ადგილის განათება განთავსებულია სამზარეულოს კარადების ქვეშ. რა თქმა უნდა გარდა გამწოვის ადგილისა.

How useful was this post?

Click on a star to rate it!

Average rating 0 / 5. Vote count: 0

No votes so far! Be the first to rate this post.

Создание и продвижение сайтов