Acrylic Stone CORIAN

DuPont Corian®

DuPont™ – მეცნიერული კომპანიაა, რომელიც დაფუძნდა 1802 წელს აშშ-ში, დღეისთვის მას მსოფლიოს 70 ქვეყანაში აქვს 135 საწარმო და 120 სამეცნიერო ლაბორატრია.
Corian®-ის 130 ფერი ქმნის თითქმის შეუზღუდავ ფერთა პალიტრას, მისგან შესაძლებელია ერთი ნეიტრალური ფონის არჩევა ან თვალისმომჭრელი ფერთა ჰარმონიის შექმნა.
Corian®-ი არის მასალა ზედაპირული ფორების და და კაპილარების გარეშე, რაც უზრუნველყოფს ზედაპირის მაღალჰიგიენურობას. არ იკეთებს ობს, ჭუჭყი, ლაქა, ბაქტერია, სოკო ვერ აღწევს სიღრმეში და მათი მოცილება მარტივია ღრუბელითა და საწმენდი საშუალებებით.
Corian®-ი 10 წლიანი ქარხნული გარანტიით იწარმოება.
ინერტულია წყლისა და ნესტის, ასევე ულტრაიისფერი გამოსხივების მიმართ, ამიტომ წარმატებით გამოიყენება ღია ცის წვეშ. ფერები და ფაქტურები ვრცელდება მასალის მთელ სიღრმეში, მედეგია ყოველდღიური საქმიანობით გამოწვეული ზემოქმედებისადმი, არ შრევდება, არ იკეთებს ბზარებს, გამძლეა სხვადასხვა ქიმიური საშუალებების: მჟავა, ტუტე, სპირტი, აცეტონი და სხვა….ზემოქმედებისადმი.

Corian®-ის ზედაპირი მარტივად განახლებადია, რამდენიმე წლის შემდეგ ზედაპირს პოლირების მარტივი პროცედურით უბრუნდება პირვანდელი სახე, ასევე არასწორი მოპყრობის შედეგად ნებისმიერი სახის დაზიანების შემთხვევაში, ქვის, ხის ან სხვა მასალებისგან განსხვავებით, ადვილად ხდება მისი აღდგენა – დაზიანებული ნაწილის ახლით შეცვლა ზედაპირის მთლიანად ჩანაცვლების გარეშე.

Corian®-ი ინერტული და არატოქსიური მასალაა. მისი წარმოება ხორციელდება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. თვით მასალაც და მისი შემაერთებელი ნივთიერებაც არის GREEnGUARD-ის მიერ სერთიფიცირებული არ შეიცავს ჯანმრთელობისთვის საშიშ ქიმიურ, რადიაქტიულ მინარევებს, არ გამოყოფს მავნე აირებს, წვის შემთხვევაში არ გამოიყოფა ტოქსიური ჰალოგენური ნივთიერებები აღნიშნული მაღალი სტანდარტების გამო ის ფართოდ გამოიყენება სამედიცინო დაწესებულებებში სპეციალიზებული ავეჯის წარმოებისას. ასევე, საბავშვო ბაღებში, სასტუმროებში, კვების ობიექტებში, ბიზნეს ცენტრებში, აეროპორტებსა თუ სხვა ტიპის საჯარო სივრცეებში.

Corian®-ი სპეციალური ტექნოლოგიით, განსაზღვრულ ტემპერატურაზე (160-165°C) გაცხელებით შესაძლებელია ნებისმიერი ფორმის მიღება

Corian®-ის დამუშავების ტექნოლოგია და უხილავად გადაბმის უნარი იძლევა თითქმის შეუზღუდავი ფორმების მიღების, მათ შორის სამგანზომილებიანი ნაკეთობების შექმნის შესაძლებლობებს, ერთიანი მასიური ქვის ეფექტით.

Showing 1–16 of 104 results

How useful was this post?

Click on a star to rate it!

Average rating 5 / 5. Vote count: 1

No votes so far! Be the first to rate this post.

Создание и продвижение сайтов