საოცნებო სამზარეულო: რაში ჯობია ფულის დახარჯვა

საოცნებო სამზარეულო: რაში ჯობია ფულის დახარჯვა - ავეჯი შეკვეთით, სამზარეულო, კარადა. 3დ ვიზუალიზაცია, ავეჯის დიზაინი, ინტერიერის დიზაინი. - Фото 271809435_448722880290773_1532870706110268588_n-300x300
სამზარეულოს სწორად დაკომპლექტება ისეთივე საგრძნობ ხარჯებს მოიცავს როგორც სახლის რემონტი.
 რა თქმა უნდა, ყველას სურს ფულის დაზოგვა, მაგრამ ხშირად ბიუჯეტის შემცირება იდეალური სამზარეულოს ოცნებას კოშმარად აქცევს.
 სინამდვილეში დიახ არის გარკვეული დეტალები რაზეც შესაძლებელია თანხის დაზოგვა სამზარეულოს ხარისხის გაუარესების გარეშე, მაგრამ არის დეტალები რომელზედაც ჯობს დაიხარჯოთ ვიდრე დაზოგოთ. დღეს მოგიყვებით თუ რას მიაქციოთ ყურადღება შეკვეთისას და რაზე არ ღირს თანხის დაზოგვა.
 რაზე არ ღირს თანხის დაზოგვა?
მასალა
ხარიასხიანი მასალა – სამზარეულოს გამძლეობის საწინდარია და ის დიდხანს იქნება თქვენს სამსახურში. გაფრთხილების შემთხვევაში მისი მოხმარების ვადა 10 წელზე მეტსაც შეიძლება აღემატებოდეს. სამზარეულოს კორპუსისა და ფასადის შესაქმნელად გამოყენებული მასალები ლამინატი და მდფ უნდა შეირჩეს მხოლოდ ცნობილი ბრენდებისგან.
დაფარვა
როგორც წესი ავეჯის პროექტის სირთულის და სპეციფიკის გათვალისწინებით სამზარეულოს დასამზადებლად გამოყენებული მასალის ზედაპირის დაფარვისთვის ანუ სხვადასხვა ფაქტურის შესაქმნელად გამოსაყენებელი მასალებზეც არ ღირს დაზოგვა. ხშირ შემთხვევაში ხის ფაქტურაზეა აქცენტი. ასეთ შემთხვევაში უნდა განვიხილოთ ნატურალური ხის ანათალით ზედაპირის დაფარვა (შპონი) ან უფრო ბიუჯეტური ვარიანტი – ხის ფაქტურის მქონე ლამინატი, თუმცა იგი უფრო არაბუნებრივია ვიდრე ნატურალური ხის ანათალით დაფარული მასალა.
იმ შემთხვევაში თუ შექმნილი პროექტიდან გამომდინარე სამზარეულოს ფასადს აქვს რთული ან განსაკუთრებული, დამკვეთის სურვილზე მორგებული ფერი, ან ფასადს აქვს რთული ფორმა (მოფრეზილი) ამ შემთხვევაში უპირატესობა უნდა მივანიჭოთ შეღებილ მდფ-ს, რომლის წყალობითაც შესაძლებელია ხარისხიანი და გამძლეობით გამორჩეული ნებისმიერი პროექტის განხორციელება.
ფურნიტურა (მექანიზმები)
მექანიზმები როგორც წესი დამალულია თვალთახედვიდან, თუმცა ავეჯის ერთ ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც გავლენას ახდენს სამზარეულოს ფუნქციონირებასა და გამძლეობაზე. უხარისხო ანჯამები და სავლელები ცუდ ხასიათზე დაგაყენებთ მათი არასწორი ფუნქციონირებით და საგრძნობლად შეამცირებს თქვენი სამზარეულოს ექსპლუატაციის ვადასაც.
მნიშვნელოვანია ყველა კომპონენტზე დაცული იყოს ხარისხის სტანდარტი – დახურვის მექანიზმები არ უნდა ჩავარდეს რამდენიმე წლის მუშაობის შემდეგაც, ხოლო უჯრები, თუნდაც მძიმე ჭურჭელით დატვირთული, უნდა მოძრაობდეს ჩუმად და შეუფერხებლად.
სამზარეულოს ზედაპირი
იმ შემთხვევაში თუ თქვენ ხელოვნური ქვის ზედაპირი გსურთ, რომელის მახასიათებლებიც საკმაოდ კარგია არც ამაზე არ უნდა დაზოგოთ თანხა. უნდა შეარჩიოთ საიმედო მომწოდებლებლებისგან ბრენდული ზედაპირი რითაც თავიდან აიცილებთ არასასურველ გადაბმებს, შეინარჩუნებთ ტექსტურის ერთგვაროვნებას და სრულად განახორციელებთ ნებისმიერი სირთულის პროექტს (შექმნით ინტეგრირებულ ნიჟარას, ნებისმიერი სირთულის და ფორმის ზედაპირის კიდეს და ა.შ. ).
დიზაინი – პროექტი
სამზარეულოს სწორი დაგეგმარება – ეს წარმატებულად შესრულებული პროექტის საწინდარია. პირველ რიგში ჩვენს სპეციალისტებთან უნდა გაიაროთ ელექტრო საკომუნიკაციო წერტილების განლაგების, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შერჩევის, ,,სამუშაო სამკუთხედის“ და ყველა შესაძლო ,,ასეთი მსურს“ საკითხები. კარგად გააზრებული პროექტი თავიდან აგაცილებთ ელექტრო და წყლის საკომუნიკაციო წერტილების გადატანის და კედლების გადამზადების აუცილებლობას, რაც საბოლოო ჯამში ქმნის არც თუ ისე მცირე ოდენობის დამატებით ხარჯებს.

How useful was this post?

Click on a star to rate it!

Average rating 0 / 5. Vote count: 0

No votes so far! Be the first to rate this post.

Создание и продвижение сайтов