სრულყოფილი სამზარეულოს სამი ძირითადი პირობა

სრულყოფილი სამზარეულოს სამი ძირითადი პირობა - ავეჯი შეკვეთით, სამზარეულო, კარადა. 3დ ვიზუალიზაცია, ავეჯის დიზაინი, ინტერიერის დიზაინი. - Фото 149503771_220945896401807_573837461974838340_n-300x183
სამზარეულო ეს არის “მრავალფუნქციური” სივრცე.
ჩვენ აქ ოჯახისთვის გემრიელ კერძებს ვამზადებთ, მეგობრებთან ერთად განვიტვირთვებით ყავის, ან ერთ ჭიქა ღვინის მირთმევით.
ამიტომ, განსაკუთრებულად უნდა მივუდგეთ სამზარეულოს ინტერიერის შექმნას, რომელსაც შეუძლია არა მხოლოდ პრაქტიკული იყოს, არამედ ასახავდეს თქვენს ინდივიდუალობას. ამ საინტერესო, მაგრამ რთული ამოცანის გადაწყვეტა სამ ეტაპად შეიძლება დაიყოს.
1. პროექტის შედგენა.
შესაფერისი სამზარეულოს მოდელის არჩევის , ავეჯის და საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკვეთის დაწყებამდე, თქვენ უნდა გესმოდეთ, სრული სურათი- როგორი გარემო გამოვა. ამიტომ შენობის გაზომვისას მიღებული მონაცემების საფუძველზე, დგება პროექტი.
მომავალი სამზარეულოს პროექტის შედგენისას, სპეციალისტი ითვალისწინებს მის არქიტექტურულ და ტექნიკურ მახასიათებლებს, ასევე მესაკუთრის სურვილებს.
მხედველობაში მიიღება ყველაფერი : ფანჯრების ზომა, ფანჯრის რაფები, კარები , რადიატორები, ფიქსირდება როზეტების და წყალმომარაგების სისტემების ადგილმდებარეობა.
2. ფორმულის გამოყვანა.
თუ გსურთ მიაღწიოთ ოთახის ფუნქციონალური და ინდივიდუალური სტილის ჰარმონიულ კომბინაციას, ზუსტად განახორციელოთ პროექტში თქვენი სურვილები, უპირატესობა მიანიჭეთ სამზარეულოს შეკვეთით დამზადებას. გირჩევთ, ჯერ განსაზღვროთ თქვენთვის სამზარეულოს ყველაზე მნიშვნელოვანი მახასიათებლები, შეადგინოთ ინტერიერის ელემენტების ჩამონათვალი, რომელთა ნახვა ნამდვილად გსურთ სამზარეულოში. აუცილებელია განსაზღვროთ რომელ კარადაში მოათავსოთ ხშირად გამოყენებადი სამზარეულოს ჭურჭელი, რომელი მათგანი ინახება უჯრაში, ან განლაგდება თაროებზე.
ყველა ნიუანსის გათვალისწინებით, ტექნოლოგი გამოიყვანს თქვენი იდეალური სამზარეულოს ფორმულას.
3. მასალების არჩევა.
ავეჯის კონსტრუქცია შედგება ორი ნაწილისგან :
 კორპუსი, რომელიც თვალთახედვიდან იმალება და საფუძველია;
 ფასადი – “სამზარეულოს სახე”, მისი გარე ნაწილი.
მასალა, რომლისგანაც მზადდება კონსტრუქციის ელემენტები, მაქსიმალურად მდგრადი უნდა იყოს მექანიკური ზემოქმედების მიმართ და ამავდროულად ესთეტიკური.
ჩვენი სპეციალისტები ინდივიდუალური დიზაინის პროექტის შედგენისას, ყურადღებას ამახვილებენ სამზარეულოს განლაგების თავისებურებებს, მის უპირატესობებს, ნაკლოვანებებს და ითვალისწინებენ თქვენ სურვილებს

How useful was this post?

Click on a star to rate it!

Average rating 5 / 5. Vote count: 1

No votes so far! Be the first to rate this post.

Создание и продвижение сайтов