ჩვენთვის მნიშვნელოვანია სწორი არჩევანი გააკეთოთ SAMSUNG STARON და LG Hi-Macs ბრენდის ხელოვნური ქვა.
ნაკეთობის შექმნისას ხელოვნური ქვების მახასიათებლები ფართო გამოყენების შესაძლებლობას იძლევა. ასეთი ქვები მარტივად დამუშავებადია, ხოლო შეერთების – გადაბმის ადგილების არ არსებობა მას მოთხოვნადს ხდის ნიჟარების, სამზარეულოს ზედაპირის, აბაზანების და სხვა ნაკეთობების დამზადებისას.
შესაძლო ფერების ფართო სპექტრი იძლევა შესაძლებლობას გამოიყენებულ იქნეს დეკორატიული გაფორმებისათვის – მზა მასალა ადვილად მოერგება ნებისმიერ ინტერიერის დიზაინს.
ასეთი ქვა შეგიძლიათ შეუკვეთოთ როგორც კლასიკურად მართკუთხა ფორმის, ისე ნახევრადმრგვალი, L ან U ფორმის, ან თავისუფლად მდგარი კუნძულოვანი კონტრუქციებისთვის და ბარის ზედაპირებისთვის.
აკრილის ქვა დამზადებულია მინერალური დანამატების, ფისოვანი ფერადი პიგმენტებისგან. ასეთი შემადგენლობა საშუალებას იძლევა მივიღოთ ძალიან გამძლე და ანტიბაქტერიული თვისებების მქონე, ნებისმიერი ფორმის სამზარეულოს ზედაპირი ან ნიჟარა.
ფერის ინტენსივობის შენარჩუნება ხდება გარე ზემოქმედებისაგან კარგი დაცვის გამო – როგორიცაა ულტრაიისფერი სხივები, მაღალი ტენიანობა , ქიმიური ემენტების ზემოქმედება.
ასეთ ქვას გააჩნია სხვა უპირატესობებიც:
მაღალი სიმტკიცის მქონე და დარტყმაგამძლე.
უძლებს მაღალ ტემპერატურას (თუმცა არ არის რეკომენდირებული გავარვარებული ჭურჭლის ზედაპირზე განთავსება)
სოკო და ობი ასეთ ზედაპირზე არ ჩნდება და ბაქტერიების გამრავლებას არ უწყობს ხელს.(ეკოლოგიურად სუფთა).
ნაკაწრები ადვილი გასაპრიალებელია (მარტივად აღდგენადი).
ასეთი ზედაპირი დიდი ხნის განმავლობაში იქნება თქვენს სამსახურში.
მდგრადი საკვები საღებავის მიმართ.
არ იწოვს ნესტს.
ეკოლოგიურად სუფთა – პროდუქტი არ გამოყოფს ტოქსინებს და არ შეიცავს მავნე ნივთიერებებს, რაც დამატებით უპირატესობას ანიჭებს აკრილს სხვა მასალებთან შედარებით;
მდგრადია ქიმიური ელემენტებისადმი – ეს შესაძლებელს ხდის მასალის ნებისმიერი გზით გაწმენდას ჩვეულებრივი სარეცხი საშუალებების გამოყენებით
ზედაპირი მიკრობზარების გარეშე – საშუალებას იძლევა გაზარდოს მომსახურების ვადა და უზრუნველყოს ოპტიმალური ჰიგიენური პირობები ექსპლუატაციის დროს (მასალა ასევე სასიამოვნოა შეხებისას).
და მთავარი შეკითხვა: რა ღირს აკრილის ქვის ზედაპირი სამზარეულოსთვის?
ზედაპირის ფასი დამოკიდებულია მის ფერზე, ფორმაზე და ნაკეთობის სირთულეზე. (ყოველი შესასრულებელი შეკვეთა ინდივიდუალურია).
მართალია ქვა უფრო ძვირია ვიდრე სხვა ზედაპირები, რომლებსაც ლამინირებული ზედაპირი აქვთ, მაგრამ მთლიანობაში თქვენთვის ხელსაყრელია რადგან გაცილებით დიდი ხნით იქნება თქვენს სამსახურში და არ დაზიანდება.