დისპოზერი-საყოფაცხოვრებო ნარჩენების დამქუცმაცებლები

Sorry, this entry is only available in ქართული and Russian. For the sake of viewer convenience, the content is shown below in this site default language. You may click one of the links to switch the site language to another available language.

დისპოზერი-საყოფაცხოვრებო ნარჩენების დამქუცმაცებლები - Custom-made furniture Tbilisi (Georgia)i. Kitchen, wardrobe. office furniture, furniture design, interior design.  - Фото bc82ccc682e55333dedc77f21d9e5a23-300x183
ხისტი წყალი, ცხიმი, საკვების ნარჩენები – ეს ყველაფერი აუცილებლად გროვდება ნიჟარის ქვეშ სიფონში. რაც არ უნდა ელეგანტური და მყუდრო იყოს თქვენი სამზარეულოს ინტერიერი, მილების უსიამოვნო სუნი მნიშვნელოვნად გააფუჭებს თქვენს ცხოვრებას. თქვენს სამზარეულოში ამ პრობლემის მოგვარება შესაძლებელია საყოფაცხოვრებო ნარჩენების დამქუცმაცებლით.
საკვების ნარჩენების დამქუცმაცებელი,ანუ დისპოზერი, არის ელექტრონული მოწყობილობა, რომელიც მონტაჟდება ნიჟარის ქვეშ, გადინების მილში. იგი სწრაფად და უსაფრთხოდ აშორებს ნარჩენების უმეტეს ნაწილს. მას შეუძლია ისეთი პროდუქტების დაქუცმაცება, როგორიცაა: ბოსტნეულის, ხილის, საზამთროს ქერქი, თხილი, ხილის თესლი, თევზი, კვერცხის ნაჭუჭები, ქათმის და სხვა პატარა ზომის ძვლები, მაკარონი, ბრინჯი, პური, ხელსახოცები, ქაღალდის პირსახოცები და სხვა არასაკვები ნარჩენი.
რატომ არის მოსახერხებელი?
საკვების მომზადებისას და ჭურჭლის გარეცხვის შემდგომ დაგროვილი ნარჩენები თითის ერთ ღილაკზე დაჭერით, გადაიქცევა “მტვრად“.
აბსოლუტურად უსაფრთხო: კონსტრუქცია არ ითვალისწინებს რაიმე დანას და პირს – მოწყობილობა არ ჭრის , არამედ აქუცმაცებს.
თქვენ გაათავისუფლებთ თქვენს სახლს უსიამოვნო სუნისგან და სამზარეულოს მილებს კი- ცხიმოვანი ნადების და საკვები ნარჩენების დაგროვებისგან.
შეიძლება დაკავშირებული იყოს ჭურჭლის სარეცხის ან სარეცხი მანქანის გამდინარე მილთან.
ხმაურის იზოლაციის მაღალი დონე: ინტენსიური მუშაობის დროსაც,ხმაურის დონე არ აღემატება ყავის საფქვავის ხმას.
მარტივია მართვაში: თვალთახედვიდან დაფარული მოწყობილობა და მუშაობს ერთი ღილაკის დაჭერით.
აუცილებლად დაფიქრდით ასეთ დამხმარეზე თქვენს ახალ სამზარეულოში: ეს თქვენს ცხოვრებას გაადვილებს.ასევე დაგიზოგავთ დროს და ბიუჯეტს კომუნიკაციების შეცვლისთვის მომავალში.

How useful was this post?

Click on a star to rate it!

Average rating 0 / 5. Vote count: 0

No votes so far! Be the first to rate this post.

Создание и продвижение сайтов