შემოსასვლელი ოთახი (დერეფანი) სახლში შესვლისას ეს არის პირველი ადგილი სადაც ჩვენ და ჩვენი სტუმრები ხვდებიან. ამიტომაც დერეფანში სწორი გარდერობის შერჩევა სხვა სახლის ავეჯის შერჩევაზე არანაკლებ მნიშვნელოვანი ამოცანაა. ამასთან უნდა მოვახერხოთ რომ გარდერობმა ბევრი ნივთი დაიტიოს: ლაბადები და ქურთუკები, შარფები და ქუდები, ფეხსაცმელი, ქოლგა, ჩანთები და მრავალი სხვა.
ისმის კითხვა – როგორ უნდა მოვახერხოთ ისე რომ შემოსასვლელი ოთახი არ დაემსგავსოს საწყობს?
შემოსასვლელი ოთახის გარდერობების თანამედროვე, მრავალფეროვანი დიზაინი საშუალებას იძლევა შექმნათ თქვენს გემოვნებაზე მორგებული ავეჯი სადაც გათვალისწინებული იქნება თქვენი საჭიროებები.
თუმცა არის მთელი რიგი მოთხოვნები რომელიც ავეჯის შერჩევის დროს უნდა გაითვალისწინოთ:
ფუნქციონალურობა;
ერგონომიკა;
საიმედოობა;
ესთეტიკური დიზაინი.
ერგონომიკა საშუალებას მოგცემთ რაციონალურად მოაწყოთ თავისუფალი სივრცე. გარდერობი უნდა იყოს ფუნქციონალური, რომელშიც მოთავსებული იქნება არა მხოლოდ გარე ტანსაცმელი, არამედ ქუდები, ფეხსაცმელი და ფეხსაცმლის მოვლის საშუალებები.
კონსტრუქციის დიზაინის არჩევისას მხედველობაში უნდა იქნას მიღებული მისი პარამეტრები ისე, რომ ისინი სრულად ემთხვეოდეს გამოყოფილი სივრცის ზომებს. ამისათვის წინასწარ გააკეთეთ ზუსტი გაზომვები. კონსტუქციის საიმედოობა – უსაფრთხოების მნიშვნელოვანი მოთხოვნაა.
საერთოდ გარდერობი იყოფა რამდენიმე ტიპად და ქვესახეობად, რაც დამოკიდებულია მის დიზაინზე, კარის გაღების მეთოდზე, გაფორმებაზე და ა.შ.
ფართოდ გავრცელებულ და მოთხოვნად სახეობებს მიეკუთვნება სვინგის (გამოსაღები) კონსტრუქციები, კუპე კარადები (გასაგორებელი) მათ შორის ჩაშენებული. თითოეულ მათგანს აქვს მთელი რიგი საკუთარი მახასიათებლები, რომლებიც, ფაქტობრივად, გარკვეული კრიტერიუმების ერთობლიობაა.
1. სვინგის (გამოსაღები) გარდერობი
გამოსაღები გარდერობი იყოფა ჩაშენებულ და კორპუსულ კოსნტრუქციებად.
გამოსაღები გარდერობი იდეალურია ფართო დერეფნებისთვის. მას აქვს უპირატესობები, რომლებსაც ვერ შეცვლის სხვა ტიპის კონსტრუქციები. როგორიცაა:
გარდერობის შიგთავსი მუდმივად მხედველობის არეშია , ღია კარი არ ფარავს მის სექციებს და მარტივად შეძლებთ საჭირო ნივთის პოვნას.
გამოსაღები გარდერობი იტევს გაცილებით მეტ განყოფილებებს.
ე.წ. ,,ბრმა ზონები“ ნაკლებია და შესაბამისად სივრცე გამოიყენება სრულად იტევს მეტ ნივთს.
ასეთი მოდელები იშვიათად ფუჭდება რადგან მასში არ არის რთული მექანიზმები.
თანამედროვე გამოსაღები გარდირობების მოდიფიკაციები საშუალებას იძლევა ასეთი კონსტრუქციის მქონე გარდერობი განთავსდეს, როგორც დიდი, ისე პატარა ფართის მქონე დერეფნებში.
2. კუპე კარადები (გასაგორებელი)
კუპე კარადები (გასაგორებელი) გარდერობი ყველაზე გავრცელებული და პოპულარული მოდელია მისი ორგანული მოწყობის გამო.
ეს შეიძლება იყოს როგორც ჩაშენებული ისე სრულფასოვანი (კორპუსული) კარადა.
კუპე კარადის მთავარი მინუსია რომ თვითონვე არის მოცულობით დიდი. იკავებს მეტ ადგილს და გაცილებით ნაკლები შიდა ტევადობა აქვს რადგან მექანიზმს მიაქვს ადგილი.
დერეფანში ნიშის არსებობის შემთხვევაში ჩაშენებული კარადები პოპულარული გადაწყვეტაა სივრცის ორგანიზებისთვის. თაროები და წნელები ჩაშენებულია ნიშაში და დახურულია გასაგორებელი კარით.
3. გარდერობი ჩამოსაჯდომით.
კარადები დასაჯდომით არის კიდევ ერთი ფუნქციური გადაწყვეტა პატარა შესასვლელი ადგილისთვის. ეს არის დახურული განყოფილების, თაროების, დასაჯდომის და ღია საკიდების კომბინაცია. სარკე შეიძლება იყოს კარებზე ან დასაჯდომის უკან ნიშაში.
4. ვიწრო მოდელები
თუ ბინას უკვე აქვს შესანახი ადგილი, მაშინ არ არის საჭირო დერეფანში რაიმე მასიური განთავსება მრავალი სექციით. ასეთ შემთხვევაში, ჯობს ვიწრო მოდელების, ჩვეულებრივი სწორხაზოვანი კარადა შეარჩიოთ პირობითად ანტრესოლის და პუფის კომბინაციით.
5. კუთხის სისტემები
კუთხის მოდელი მშვენივრად ჯდება კართან ახლოს ფართო კუთხეში ან ფართო შესასვლელ ზონაში. არაჩვეულებრივი ფორმის გამო შიგნით საკმაოდ დიდი საცავი ყალიბდება, რომლის ორგანიზებაც თქვენი სურვილისამებრ შეიძლება.